geo  |  eng
ანსამბლის მესვეურთა ინიციატივითა და ხელმძღვანელობით რამოდენიმე წლის წინ უფროსი თაობის "მძლევარელთაგან" შემდგარი იგივე სახელწოდების მეორე ანსამბლი ჩამოყალიბდა . ამ ანსამბლში გაერთიანებულ 13 მომღერალთაგან თითოეული "მძლევარის" პირველი თაობის წარმომადგენელია. მათ შორისაა:           გიორგი ბაჯელიძე,          შოთა მიგრიაული,          არჩილ როინიშვილი,          დავით სპარსიაშვილი,          ილია ბახუაშვილი,          გიორგი ჭელიძე,          თამაზ ჯაფოშვილი,          ლევან კვინიკაძე          და სხვა. რომელნიც უზომოდ არიან შეყვარებული ქართულ ხალხურ სიმღერაზე და წარმატებით ანვითარებენ წინამორბედი თაობების შემოქმედებით ტრადიციებს.
          
           ეს ახალგაზრდები მაღალი პროფესიული ოსტატობით ასრულებენ ქართული ტრადიციული სამუსიკო ფოლკლორის ურთულეს ვოკალურ კომპოზიციებს, რომლებიც მუსიკალური აღნაგობის თავისებურებებით, თუ ინტონაციურ-რიტმული სიმდიდრითა და სპეციფიკური ჰარმონიული სტრუქტურით ხასიათდება. ანსამბლის რეპერტუარი მდიდარია და იგი ჟანრობრივად ნაირსახოვან 80-ზე მეტ სიმღერასა და საგალობელს მოიცავს.
          
           მრავალ ათეულ სიმღერათა ჩამონათვალში გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშები : ლირიკული მეგრული - "ჩელა", "სისატურა", "აკა სირექ იშო". გურული - "დილა", "მივალ გურიაში". ქართლური - "გოგოვ შავთვალა". კახური - "ქალგულო". ასევე საგალობლები: ქართლ-კახური - "ჯვარსა შენსა", "წმინდაო ღმერთო". გურული - "ჟამთა და წელთა", "ალილო" და მრავალი სხვა...
          
           ამ მცირე კოლექტივის წარმატებულ და მაღალ საშემსრულებლო დონეზე მეტყველებს ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები სხვადასხვა დარბაზების სცენებზე, აღსანიშნავია, რომ 2005-2007 წლებში "მძლევარი" წარსდგა მოსკოვის VI-VII -ე სააღდგომო ფესტივალზე, სადაც თავისი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება აჩვენა, მოსკოვის კრემლის უსპენსკის მონასტერში, ასევე როსტოვის დიდ კრემლში, სლობოდკინის მუსიკალურ თეატრსა და ჩაიკოვსკის სახელობის საკონცერტო დარბაზში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ბაკარდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე "Bacard, B-Live".
          
           "მძლევარის" უფროს თაობას ჩაწერილი და გამოშვებული აქვს კომპაქტ დისკი.